მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები... |