|
ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის,რომ არსებობ… მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია… მხოლოდ იმისთვის, რომ ღამე მესიზმრები… მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის, შენი ნაზი ხელებისთვის… მხოლოდ იმისთვის,რომ შემიძლია შენს თვალებში ჩავიძირო და გავთბე… იმ ბედნიერი წუთებისთვის მიყვარხარ,რომელსაც შენ მჩუქნი… იმ ლამაზი დღეებისთვის,რომელიც არასოდეს მყოფნის და მთელი ცხოვრება არ მეყოფა… ყველაფრისთვის
მიყვარხარ, რაც შენ დამანახე…ის მზე, რომელიც ქარში და წვიმაში
მათბობს…ჩიტების ჭიკჭიკი დილაობით, რომელიც ადრე არასოდეს მესმოდა…ის
მისტიური ღრუბლები, რომლებიც ასე გვანან ჩემს ოცნებებს…ის ჯადოსნური
დაისი, რომელიც შენი სულივით ლამაზია…
ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ყოველთვის გტკივა ჩემი ტკივილი… ჩემი
სიხარულით გიხარია… ჩემი სიცილით იცინი… ჩემი ფიქრებით ფიქრობ… და ჩემი
გულით მგრძნობ… მიყვარხარ იმისთვის,რომ შენზე ფიქრები მათბობს
ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო…სიგიჟემდე მიყვარს ის სითბო და მოფერება,
რომლითაც შენ მანებივრებ… ძალიან მიყვარხარ იმიტომ,რომ შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვაც შენ ხარ…
შენ ხარ ჩემი ჰაერი, შიმშილი,წყურვილი და უძილობაც… ის ყავაც
შენ ხარ მამაჩემი დილაობით რომ მიდუღებს და ლოგინში თვალდახუჭული რომ
მივირთმევ...:) ძალიან მინდა,რომ სულ ჩემთან იყო… ყოველთვის…
და როდესაც ერთ მთვარიან ღამეს ცაზე ორი ახალი ულამაზესი ვარსკვლავი გაჩნდება, მაშინაც ვერ გავძღები შენი სიყვარულით…
იქნებ ვინმემ თქვას ვარსკვლავებს სიყვარული არ შეუძლიათო? |