ახლა ღამეა... მე დამავიწყდა მისი ლამაზი თვალების ფერი
აღარაფერი მინდა ამ ქვეყნად, მაგრამ მინდოდა ძალიან ბევრი
ჩემს ფანჯარაში ძალიან ფრთხილად შემოდის ღამე, როგორც ასული
დაუკითხავად მაგონებს იმას, რასაც დავარქვა მინდა წარსული
არ მოდის წვიმა, და მაგონდება რასაც ვნატრობდი დიდი ხნის წინად
ის სიახლოვე, ის გარინდება, ის გარინდული თებერვლის წვიმა
გარეთ კი ცი...