|
დღეს კი,როდესაც ვზივარ პარკში და უაზროდ ვეწევი სიგარეტს.ვერ მახსენდება
წარსული,ეტყობა არსებითმა დრომ უფრო მომიზიდა.ვერავინ მახსენდება,გარდა
ერთი ადამიანისა,რომელსაც არც კი ვიცნობ.იგი მოსულია ჩემს
დასახმარებლად,მაგრამ არ ახსოვს მისამართი.სამაგიეროდ ყოველ დღეს და ღამეს
ჩემს სულში იჭყიტება ხოლმე.გასაღები კი ჩემს წარსულში იშოვა,რომელიც ჯერ
კიდევ მაშინ უდანაშაულობით იყო მორთული.როდესაც თავდაწეული სარკეში
ვიხედები,სარკე ბუნდოვნად ირეკლავს მას.ვხედავ მარტო მის
ნახევრად-გამჭირვალე ფეხებს და ვერ ვბედავ თავის აწევას.მეშინია ის
დავინახო რისი დანახვაც მიდნა.ცოტახანში ისევ დამტოვებს,დაკეტავს სულს და
დამიტოვებს შეკითხვებს...დამტოვა...შეკითხვები მატულობენ მათზე პასუხს კი
მის გამჭირვალე ტანში,სიზმრებში და უაზრო სიტყვებში ვეძებ. მზე
ამოვიდა,სასიამოვნო წვიმის შემდეგ და რატომღაც მის ყოფნას ვგრძნობ
ახლო-მახლოს.ჩრდილებს ვაკვირდები იმის იმედით, რომ იქნებ ერთ-ერთი მისი
ნახევრად გამჭირვალე ტანის ჩრდილი აღმოჩნდეს და მას მზერით
დაველაპარაკო.მაგრამ არ ჩანს..ეტყობა მარტლაც მიმატოვა..პასუხებს კი კვლავ
მის გამჭირვალე ტანში,სიზმრებში და უაზრო სიტყვებში ვეძებ! |