როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ, არაფერს მოვითხოვ მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა...
შენს ნახვას ამოჰყავს მზე, მამშვიდებს მე შენი ხმა, როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ!...
მე ვერ მოვერიე თავს, კვლავ შენზე ოცნება მკლავს, შენს მეტი არავინ მწამს, შენ ქვეყნად არავინ გგავს.
ვაითუ, ეკუთვნი სხვას, ვაითუ, ვერ ვძლიე თავს... როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამქვეყნად ხარ!.. |