siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 9:42 AM    

დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე,

და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე,

ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე,

როგორ დავიღალე...

ისევ სიბნელეში ცრემლად დავიღვარე,

ისევ გათენება ბინდად ავიფარე,

როცა შორს მიმავალ იმედს დაგიძახე,

ვერც კი დამინახე...

ჰოდა გავითვალე მაგრამ ვერ გავთვალე,

მე ჩემს ცხოვრებაში მართლა მიგათვალე,

როცა სამახსოვროდ ტილოს მიგახატე

ვეღარ მიგამსგავსე...

მერე ეს გრძნობები გულში დავიმარხე,

დილით გათენება ისევ დავინახე,

კიბე ჩავიარე, ფეხით გავიარე,

გულიც გავიმაგრე, წელში გავიმართე

და თუ მეჩხუბები თავსაც გავიმართლებ

უკვე გავიზარდე...

და თუ შორს მიმავალს გზაში დამიღამდეს

ესეც გამიხარდეს,

თოვლი თეთრია და ღამეს გამინათებს

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<