siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 4:14 AM    
ამაზრზენი სურნელი დგას ირგვლივ,
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბუნკერის გვერდზე ვზივარ.
ვდგები კომპიუტერიდან და მძიმე თავს ფანჯრის რაფაზე ვდებ,
გამოუძინებელი თვალებით ვიხედები გარეთ – როგორი დამღლელია ყველაფერი,
ხალხი უიმედო სახეებით დადის თითქოს უმისამართოდ,
აქვე კაკლის ხესთან კოჭლი ძაღლი დაძრწის, რომელიც ყველამ გამოაგდო.
ბავშვობა მახსენდება,
როგორ მიყვარდა ცხოველები,
როგორ ვუვლიდი მათ.
მაშინ მეც მიკვირდა, როდესაც ცხოველებს უფროსების დიდი ნაწილი უმოწყალოდ ექცეოდა,
გული მწყდებოდა, რომ ასეთი ადამიანები კვლავაც არსებობდნენ.
ახლა გავიზარდე,
ღონემიხდილი ვიღვიძებ ყოველ დილით, რამდენიც არ უნდა ვიძინო არ მყოფნის.
რაღაც სალაფავ საჭმელს ვჭამ,
კუჭში არაფერი გადამდის და ამიტომ ვუწოდებ სალაფავს ყველანაირ საკვებს,
ირგვლივ კატის ლეშის სუნი ტრიალებს,
მოღრუბლული ამინდია, რაც ამ ყველაფერს ეხმარება ჩემი ხასიათის გაფუჭებაში.

ვატყობ, უკვე იშვიათად ვიღიმი.
ცრემლები არ მომდის, მაგრამ ცრემლიანი თვალები მაინც მაქვს,
შემოდგომაა და მოღრუბლული ამინდი ტფუი,
ქარი ზუზუნებს, ამაზე საერთოდ ჭკუიდან გადავდივარ.

ცხოვრებაში ბევრი კარგი მახსოვს,
რა კაი იყო ქვიშაში თამაში, ბევრი მეგობრები,
ახლა კი თავს მარტო ვგრძნობ.
სიყვარულით კვლავაც მიყვარს ადამიანი, რომელიც ვერ გავწირე საიმისოდ, რომ ჩემთან ყოფილიყო, რადგან აუტანელი ადამიანი ვიყავი ყოველთვის.

ხალხი ქუჩაში ზიზღით სავსე თვალებით მიყურებს.
რაღაც დიდ მაღაზიაში შევდივარ, ირგვლის სულ სარკეებია და მეც
იძულებული ვხდები სარკეში ჩავიხედო და დავინახო გოგო, რომელიც განადგურებულია,
ჩაღამებული თვალები, ჩავარდნილი ლოყები, ქერა ჩამოშლილი დაუვარცხნელი თმა, შავი შარვალი, შავი პალტო და შავი ფეხსაცმელები (ქუსლებზე), წითელი პომადა მისვია (გინდ მესვას გინდ არა), სახეზე მაწერია, რომ ყველასგან მიტოვებული ვარ.
ტანსაცმელს უგონოდ ვარჩევ და ვიღებ რაც მომწონს.
გამოვდივარ პარკებით ხელში და სახლში ვბრუნდები,
ჩემი შავი რაფ4 უკვე ნერვებს მიშლის,
უი დღეს სამსახური არ მაქვს ცოტა მომეშვა,
პუფში ვჯდები და ვიხსენებ ყველაფერს, მიჩნდება სურვილი ყველაფერი დაწვრილებით გავიხსენო. . .

სახლში კარგი სიტუაცია არასოდეს მქონია,
სახლი მიყვარდა, მაგრამ იქ იშვიათად ვიყავი ბავშვობიდან იქიდან წასცლის სურვილი მქონდა,
სიგარეტის მოწევა ადრიან ასაკში დავიწყე, პლანსაც გავუსინჯე რამოდენიმეჯერე გემო,
ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ცუდს არავის არაფერს არ ვუკეთებდი.
ჩემთვის მქონდა მძიმე ნერვოზი, და ამ ნერვოზს შეძლებისდაგვარად ვშველოდი სიყვარულით,
სახლი ძალიან მალე დავტოვე,
ნორმალურად ვსწავლობდი, ხოლო საყვარელ საგნებს კარგად.
17 წლის ასაკში ბუღალტერიას დავეუფლე, ვისწავლე ინგლისური და
19 წლისამ სახლი დავტოვე, ისე გამიჭირდა, მაგრამ მალე მივეჩვიე,
ოჯახის წევრებს ხშირად ვნახულობდი, იქვე ვცხოვრობდი ახლოს, უბანი არ შემიცვლია.
ერთ წელიწადში გავთხოვდი,
მართლა კარგად ვცხოვრობდი, სიყვარულით და თბილად.
ჩემს უბანს გათხოვების მერეც ვერ მოვშორდი და იქვე გადავედით მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად,
ყველას თითის საჩვენებელ ოჯახად ვიქეცით, საუკეთესოდ ვცხოვრობდით,
არასოდეს აწუხებდათ მეზობლებს ჩვენი ჩხუბი,
დილით ხან მე მიმქონდა მისთვის საუზმე ხან მას მოჰქონდა,
ყოველი დღე ბედნიერი იყო.
მერე გავაჩინე შვილი,
ლევანი დავარქვით,
ბავშვი ძალიან მგავდა, მასაც მწვანე თვალები ჰქონდა, მასაც ქერა თმა ჰქონდა,
მასაც ისეთივე ღიმილი ჰქონდა როგორც მე,
დაშორებული კბილები და მოწყენილი სახე.
ძალიან ბედნიერი ოჯახი ვიყავით,
მოწევას არ ვუკრძალავდი, არ მინდოდა ჩემი შვილი ქალაჩუნა და ჩმორი ყოფილიყო,
მაგრამ კარგად სწავლობდა, ბევრი გეგმები ჰქონდა.

ერთხელ მოვიდა და გამანდო თავის ფიქრები,
ჩემ შვილს უყვარდა ნინი წერეთელი, 14 წლის,
რომელიც შემდგომ კიბოთი გარდაიცვალა,
ეს მეც ძალიან განვიცადე, მაგრამ ლევანი ბედს შეეგუა, მაგრამ
16 წლის ასაკში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.
არ ვიცი როგორ გადავიტანე, ჩემი ქმარი სახლიდან წავიდა და მონასტერში დაიწყო ცხოვერაბა,
დავრჩი მარტო 46 წლის ქალი,
სარკეში როდესაც ვიყურებოდი არ მჯეროდა, რადგან ახალგაზრდას ვგავდი,
46 წლის აშკარად არ ვიყავი,
სარკიდან ისევ ის თიკო მიყურებდა,
ისევ დიდი ცრემლიანი თვალებით და თბილი ღიმილით.
მე სხვა გზა, რომ ვერ ვიპოვე შველა წამალში ვეძებე და მანაც ხელი მეგობრულად გამომიწოდა.
დიახ მე "ვიჩხირავდი”, ძალიან ცუდი საქციელი იყო მაგრამ . . .
ამიტომ მეზიზღებოდა ცხოვრება,
სადღაც ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი ნარკომანია იქნებოდა,
ან სიკვდილი, მე მაინც ნარკოტიკები ვარჩიე,
მაგრამ რაც საკვირველი იყო არ გავბოროტებულვარ, მაინც ვმუშაობდი,
ვკითხულობდი ძალიან ბევრს, რადგან დარდი ჩამეხშო,
ყველაფრის დავიწყება მინდოდა.
აი, იმის დავიწყება როგორც კი გავჩნდი, სულ ვტიროდი.
ცოტა არ იყო ბედნიერი წუთები, მაგრამ
ტკივილი უფრო მეტი იყო.

უბედურებას, რომ არ მოვეკალი გადაწყვეტილება მივიღე და ბავშვთა სახლიდან,
10 წლის გოგონა წამოვიყვანე,
თინი ერქვა,
ძალიან ვცდილობდი ბედნიერი ყოფილიყო,
თავის გზაზე დავაყენე,
ფულიც ბლომად ჰქონდა და ბედნიერებაც,
ჩემი ოცნება იყო ერთი ადამიანისგან შვილი მყოლოდა, გოგონა მწვანე თვალება,
მისგან არ მყავდა, მაგრამ მწვანე თვალება თინი ლამაზი გოგონა იყო,
ენერგიული და ჭკვიანი.
მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი გავაკეთე,
მისთვის მე დედა ვიყავი.

ამ ფიქრებს გავყევი კვალდაკვალ,
არ ვიცოდი სად მიმიყვანდა, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს.
სიგარეტით ხელში, ზუსტად ისეთივე როგორიც ბავშვობაში ვიყავი,
მშვიდად თან მღელვარებით წავედი ამ ცხოვრებიდან,
უი თურმე ამ ფიქრებს სიკვდილამდე მივუყვანივარ, 54 წლის მოვკვდი,
აი დავტოვე ცხოვრება, რომლის დატოვებაზე მუდამ ვოცნებობდი,
გოგონა უზრუნველყოფილი დავტოვე,
და წავედი.

ისე მინდა ამის მერე არაფერი იყოს,
საბოლოოდ დავისვენო, დამღალა
ამ სიკვდილის დროსაც კი წინ ის საყვარელი ადამიანი მიდგას,
კოტე რომელიც წლები მიყვარდა, რომელიც მუდამ ჩემ ოცნებად დარჩა.

ოთახში ბლომად იყო ნემსები,
ოჯახის წევრების სურათები და
იქ სადღაც უჯრაში იმალებოდა, ჩემი ცხოვრება და სიყვარული.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<