შენ არ მენანები,ის დრო მენანება, გული რომ დავუთმე და მთელი არსება. შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება. რაა სიყვარული, დროების მონაა, ზოგჯერ აღტაცება ღვთაების სადარი და თუ სიყვარული ღვთაების წონაა ასე ხანმოკლე და მოკვდავი რად არის? შენ არ მენანები,ის დრო მენანება. ის დრო ღვთაების და ღმერთების სადარი... |