siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 3:06 PM    
გადაღლილი დღის იარა მწარე,
ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს,
იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე,
ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...

უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს
და მენატრება ნაზი კაბები,
ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს,
რომ მიიხუროს დროზე კარები...

მოუსვენრობის დესპანი მვლელი,
ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით,
ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი,
დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...

და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე,
ვემშვიდობები გარდასულ დღეებს,
მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე,
ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<