მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა! მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით, მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით... მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან, თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად. მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად, მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან!
ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად, ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან. ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე... და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ. |