მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცით ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვავს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამე თუ თავად მონატრება სიყვარულია!!!