ეს იმ გრძნობას გაუმარჯოს,
როდესაც ახალშობილს დედა პირველად ნაზად ეამბორება და მას შვილი ვერ
გაიგებს, ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც სამარის კართან მივილებულ დედას
შვილი უკანასკნელად აკოცებს და მას დედა ვერ გაიგებს. დედაშვილობა
სიხარულით დაწყებული და ცრემლებით დამთავრებული სცენაა. სცენა უკვდავი,
წარუშლელი და ყოველთვის ამაღელვებელი. დედაშვილობას გაუმარჯოს! |