შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია გრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული?! რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?! ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია, საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე, საკუთარ გულში დაუმარხია და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით და ეს გრიალი დარდია ზღვისა! .......................................... უნდა იცოდე ვინ არის ღირსი რომ სიყვარული ატარო მისი! |