დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი, სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი! ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს, მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს, ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?! მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას. მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს, ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს, ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს, მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს, მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას. უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს, ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას. გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას: ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას! |