ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი. ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა, თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა, რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა. ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?! ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა. გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა |