siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 11:33 PM    
დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<