|
ბნელა
ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც
მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი
უსასრულოა... ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი.
უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად
იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები
გუბეებში ხაზავენ რკალებს... მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები... მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები... მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე... და
ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო
ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო
თოვა... დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”... ...ოთახში
წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა
სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ
დაორთქლილ ფანჯრებს... საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები... ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე... უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა... კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა. საოცარი და მიდობი ღიმილით, სათუთი სითბოთი, სიმშვიდით, ვნებით, სიგიჟით, სიყვარულით!!! მოვა სიყვარული! მოვა! |