|
რამდენჯერ ცრემლმა თვალზე იავდრა, ახლა წარსულზე ჩუმად ვიღიმი, დღეს უკვე შენი ცოლი მქვია და ბედნიერების მამკობს გვირგვინი, დღეს უკვე დილას ვათენებთ ერთად, ყველას თავისი არგუნეს,როცა ჩვენ ერთ არსებად დაგვლოცა ღმერთმა, ლხინი და ჭირი საერთო მოგვცა, ეს სიყვარული წააგავს რიონს, გზადაგზა სითბო ახელებს სოფლის, მე შენთან უნდა ბოლომდე ვწიო, მძიმე ჭაპანი მიწიერ ყოფნის, ისეთ ღირსებას მოვირგებ ცოლის, რომ ყველა მოკვდავს შეშურდეს შენი, გრძნობა,წმინდა გვაქვს,როგორც მთის ბროლი და სამკაულად ოჯახი გვშვენის, გზადაგზა გვლოცავს,იცი? ვინ აღარ, ჩვენი ამბავი წაუღეს მთაშიც, მე შენთვის ისევ ერთი ციდა ვარ- საყვარელი და სათუთი ბავშვი, უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ, (ეს სიყვარული რომ დაგვებედა), რადგან დღეს შენი მეუღლე მქვია და მომავალი ქართველის დედა... რამდენჯერ ცრემლმა თვალზე იავდრა, ახლა წარსულზე ჩუმად ვიღიმი, დღეს უკვე შენი ცოლი მქვია და ბედნიერების მამკობს გვირგვინი, დღეს უკვე დილას ვათენებთ ერთად, ყველას თავისი არგუნეს,როცა ჩვენ ერთ არსებად დაგვლოცა ღმერთმა, ლხინი და ჭირი საერთო მოგვცა, ეს სიყვარული წააგავს რიონს, გზადაგზა სითბო ახელებს სოფლის, მე შენთან უნდა ბოლომდე ვწიო, მძიმე ჭაპანი მიწიერ ყოფნის, ისეთ ღირსებას მოვირგებ ცოლის, რომ ყველა მოკვდავს შეშურდეს შენი, გრძნობა,წმინდა გვაქვს,როგორც მთის ბროლი და სამკაულად ოჯახი გვშვენის, გზადაგზა გვლოცავს,იცი? ვინ აღარ, ჩვენი ამბავი წაუღეს მთაშიც, მე შენთვის ისევ ერთი ციდა ვარ- საყვარელი და სათუთი ბავშვი, უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ, (ეს სიყვარული რომ დაგვებედა), რადგან დღეს შენი მეუღლე მქვია და მომავალი ქართველის დედა... |