პირიმზეო, წუხელ შენზე ვწუხდი, შენთან ყოფნის მომიარა ჟინმა. ცა ბობოქრობს, ელავდა და ჰქუხდა, სული ჩემი დაემგვანა წვიმას. ავიდევნე შენზე ფიქრი, ძილი არა და არ მიეკარა თვალებს, არც დადგომა არ იგრძნობა დილის, არსად მთვარის არ ჩანს სიფერმკრთალე. შეწყდა წვიმა, ბოლო წვეტი წვიმის ჩემს ხერხემალს ჰა, ჰა, ჩაამთავრებს. არსად აჩნდა არა სვეტი ნათლის მოეფინოს მთებს, აიმღვრას ნისლი, ვწუხვარ - შენი სიყვარული მმართებს, სხვისი არცრა, არცრა არავისი. პირიმზეო, ნაავდრალი მხრები თუ როგორმე გავიტანე გარეთ, ალბათ, მოვალ, შენ წინ დავემხვები და ცრემლიან წერილს დაგიმთავრებ. |