დრო მიდის და კაბას იცვლის ცის და მიწის ოთახში, უკვე ვმალავ გულში სირცხვილს აღარ არის მოდაში. ბავშვი აგდებს თოჯინას და არ ამართლებს მოლოდინს, იქეთ ირთობს თავს დედიკოს სიგარეტის კოლოფით. სარეცხს უკვე ბეკო რეცხავს, მტვერსასრუტი აიღებს, ცოლი პატიოსანია, სანამ ქმარი გაიგებს. დროც დაგვცინის, თითქოს ისიც მიდის კაიფ კაიფით, დაამკვიდრა, რომ მოდაში არის სექსი სკაიპით. აღსარებაც მოდა გახდა, ხატთან ვინ დგას ვცოფდები, ინანიებს, რომ დაიწყოს ხელახალი ცოდვები. გლეხი სოფლად სახლ-კარს ყიდის, მამაპაპურს, გადაშლილს, და ყიდულობს ხრუშოვკაში ოთახს, ოღონდ ქალაქში. შეუფარდეს წიგნს კეისი, ავტოკალამს მაუსი, კუნინძებმა დაავიწყეს ბავშვებს მიკი მაუსი. რაც არ უნდა ბევრი ვწერო, ლექსი ვიღას სჭირდება, სად დაკარგა პურმა გემო, ანდა ფასი სიტყვება. მამაჩემი ისევ ზის და ჯარის ამბავს გვიყვება, დედაჩემი ისევ კაბის ტრადიციას მიყვება. დრო მიდის და კაბას იცვლის ცის და მიწის ოთახში, უკვე ვმალავ გულში სირცხვილს, აღარ არის მოდაში. |