გამომიზოგე თვალები და მზერის დაცლამდე, შემეხმიანე მაგ ტუჩებით კოცნა დავღალოთ, ცხოვრება სუსტი მაჯებივით ყელს ჩამოგკიდე, თან ვნებიანად შევისუნთქე შენი სამყაროც.
სდიოდა ღამეს ვენებიდან ყველა სიზმარი, მთვარე ძეწკვივით ჩამოწყვიტა ზეცას აისმა, გულისფეთქვაზე ყურადღებას ამახვილებდი, როცა სიზმარში გაღვიძებამ მომისაკლისა.
თმებზე უფერო სინანული უკვე დავთვალე, გაშიშვლებული წლების ხაზზე დამარტყა დენმა, ტუჩებს ებნევა ეს სიტყვები ლექსის სარკომით, მოურჩენელი სიყვარულით ავად ვარ, ღმერთმან…
მზერას გამოვცვლი რომ ეს გრძნობა მკვეთრად მიჩანდეს, თვალდახუჭული შენს თვალებში დავდივარ თითქოს, გამომიწერე მოფერება, თავბედს ვიწყევლი, შენ რომ გატკინე სიყვარული, მე წამლად ვითხოვ. |