ყვითლად იელვებს იელი როცა, შენს ტყისფერ თვალებს კოცნას გამოვთხოვ, შეიწირავენ ჩემს მფრინავ ლოცვას ანგელოზები მგოსანთ სამოთხის.
მერე ეს თმები აშლიან ტალღებს ყვავილთ სურნელით შესამოსელად, როგორ შილიფად აცვიათ, ნახე, ვენის მდინარე მეწამულ ქვებსაც.
ყვითლად იელვებს როცა იელი, ქარისგან მოვქსოვ ბილიკს უებარს, და თუ უჩემოდ ხარ ბედნიერი, ნუღარ მოელი ჩემს დაბრუნებას.
მე, ასე მშვიდად, თითქოს, მარტივად, წარსულადქცეულსიმფონიებად, წავალ, სადღაც, შორს, მოსვლის მაგივრად, და შენც ღალატი გეპატიება.
ყვითლად იელვებს იელი როცა, ზიარი ჭერის _ ლურჯი ზეცის ქვეშ, ვიბოდიალებ და როგორც კოცნას, გთხოვ, ყველა ლექსი ერთად, შემინდე! |