siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 5:36 AM    
რა იქნება,
მოულოდნელად შემოხვიდე
და ერთფეროვან ღამეებიდან
ეს ერთი ღამე გამოარჩიო, დამამახსოვრო.
ერთხელ მაინც გადავევლოთ
ჩვენი ზნეობის მაღალ გალავანს _
ქვებით კი არა, სიტყვებით ნაგებს:
რას იტყვის ხალხი!
სირცხვილია!
არ შეიძლება!

გადის სიცოცხლე,
ჩემი ნატვრა
შენს სიზმრებში დაეხეტება,
აქამდე აღწევს შენი უხმო გულისძახილი…
გადის სიცოცხლე,
მივაჟღარუნებთ ზნეობის ბორკილს
და როცა ვფიქრობ,
რომელიღაც საუკუნეში მაინც შეგხვდები,
ამ ქვეყნიდან წასვლას ვჩქარობ,
რომ შენამდე გზა შევიმოკლო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<