siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-21 - 10:39 AM    
სად გაქრა გრძნობა? ნეტავ სად არი?
არავინ არის შენი სადარი.

ქუჩაში ობლად დაფრინავს ქარი,
ნელა იცლება ჩემი ფანქარიც.

დაუსრულებლად გრძელდება ბრძოლა,
გამარჯვებული დარჩება გრძნობა.

ან რას მიშველის მე ეს ლექსები,
როცა ამ გრძნობით გავიცელები.

მაგრამ რას ვიზამ? შენ მაინც შორს ხარ.
ვიცი, რომ ჩემთან არასდროს მოხვალ.

ვიცი, რომ უნდა მახსოვდეს მარად,
რომ ქვეყანაზე მოვედი ქალად.

მინდა გაგანდო ჩემი ფიქრები,
მაგრამ ვიცი, რომ ვერ მიმიხვდები,

თუნდაც დამახრჩოს სხვამ ვნების ზღვაში,
მაინც არასდროს არ გაგცვლი სხვაში.

ლექსად გავრითმე მე ჩემი დარდი
და არ ვინანებ, რომ შემიყვარდი!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<