siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-17 - 6:56 PM    
მარტის თვეა შენი შენს ხასიათს შვენის

აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით

შენ ნუკრი ხარ შველის ეგ ნუკრობა გშველის

გაწყენინე და მაინც მეფერები.

შემოდგომა შენთვის შორეულ წლებს ერთვის

ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები

ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი

თავს გიხრიან იასამნის ფერები.

საყვედურებს ვიტან გააჩნია ვისგან

სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენ

შენი სითბო მინდა მოფრენილო ციდან

საუბრისას გულს ხელივით რომ აჩენ.

მინდვრის ყვავილები როგორც კელაპტრები

გიღიმიან თავს მიწაზე გიდებენ

გრძნობებს ნუ აყვები თორემ დაიბნევი

დროს კარგავენ მის ფასს მერე იგებენ
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<