რომ დაუფიქრდე და რა არის ცხოვრება,
ცოდვების შავბნელი მახე,
თვალებში უყურებ, თვითონაც გიღიმის
ძირს გითხრის, თან ამჩნევ წამსვე...
თუმცა კი არ ძალგიძს მისი გაჩერება,
მიჰყვები უძრავად ტალღებს,
ბოლოსღა მიხვდები, გითრია მორევში
თვალს ახელ გვინღა ძალზედ...
ზოგჯერ თავს ვიძირავ წარსულის ტალღებში
საფიქრალს ვუმატებ თავს მე,
თუმცა კი პასუხი მაინც არსად არ სჩანს
და ისევ თავს ვაღწევს აზრებს...
რომ დაუფიქრდე და რა არის ცხოვრება,
კვალ და კვალ მიყვები ღამეს,
ან სადმე მიგაგდებს ბედის ანაბარა
დაგცინებს, გაგრიყავს სადმე...
მერე კი სამდურავს შესჩივლებ უღმერთოს
მე გენდე...! დამტოვე რაზე?
ჩუმად გაგიღიმებს პასუხად ერთს გეტყვის,
რად მენდე,რად მენდე ასე?!... |