შენ მითხარი მიყვარხარო და მე შევკრთი
თვალებიდან ნაკადული ვღვარე
თუ გიყვარდი, თქმისთანავე მითხარ ერთი
სად წახვედი, თვალს რად მოეფარე?
ჩემმა ცრემლმა შეგშინა? რა გგონია -
თქმისთანავე მოგაფენდი ღიმილს?
ქალის გულის გამოცნობა არ გცოდნია
ცრემლები ხომ სიხარულმაც იცის ....