შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს... ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს... გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი - გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...
ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ, ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ... მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა - შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...
ჩემი პერანგიც აღარ გეტევა, ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას... ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს - მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს...
|