siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 7:11 PM    
იქნებ დამეწერა რამე ცაზე, ვარსკვლავებზე, შენზე.
იქნებ არ მეფიქრა ბევრი. სულაც არ მეფიქრა სხვებზე....
ნაქსოვ აბლაბუდებს აბამს ბედი დავიწყებულ წლებზე.
მტვერი დასდებია ხსოვნას ჩემი ნასახლარის სხვენზე.

ახლა იქ არავინ მივა... ქარი აჭრიალებს კარებს....
არვინ ეგებება მომსვლელს, არვინ არ ისტუმრებს ვალებს.
სახლსაც გაუცივდა გული, ბუხარს აღარავინ ანთებს.
ჩუმი სიმარტოვე ეზოს, ჭინჭრის ღობესავით ავლებს.

იქნებ დამეწერა რამე, ცაზე ვარსკვლავებზე, შენზე.
იქნებ არ მეფიქრა ბევრი, სულაც არ მეფიქრა სხვებზე.
სისხლი მოწვეთავდა მაშინ შენი ჭრილობიდან ჩემზე,
მზე რომ გადავარდა სადღაც, შენ რომ მოგეხვია მხრებზე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<