ღამე მოითელა ნაბადივით, ციდან ჩამოიმსხვრნენ კელაპტრები, ლამის კლდე დავლეწო ხარღალივით ისე ტკივილამდე მენატრები.. ისე მენატრები ღმერთი რჯული თუმცა გვიან მოხვალ,ო,რა გვიან ჩემი სიზმარი ხარ დაკარგული, შეხე ვარსკვლავები ელდას ცრიან.. ცამან ჩამოცვარა ია- ვარდი, გნატრობ,გიგონებ და ისევ გნატრობ.. ეშმაკს წაუღია ყველა დარდიამ ჩემს მონატრებას გაუმარჯოს!!! |