შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ, ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ, რომ უჩემობა შეგაშინებს, დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად - დაიგვიანე. ჩემს გულში ისევ სევდისფერად აღარ იწვიმებს, ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს, გაყინულ გულში იმ ნანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად - მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა, ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა, შენ მოხვალ როგორც უმწეო, ხელებშიშველი, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად - მე ვერ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ, წვიმაში, მზეში და ნისლებში - ვერსად ვერ მნახავ, დამეძებ, სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები, მაგრამ რაღა დროს, უკაცრავად - იქ არ ვიქნები. მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ, როცა გეძებდი, სად იყავი ?! - დაიგვიანე. მთელ სამყაროში შენ ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი, ეხლა რაღა დროს, უკაცრავად - მე შენ მიყვარდი ! |