ვინ აგიკრძალა სიყვარული ვარდთა დედოფალს? თუ შენ ჩარაზე სალაღობო ყველა ჭიშკარი? გიცქერ და ვფიქრობ... წარსულის თუ ტრფობის იარას მე ვამჩნევ მხოლოდ, თუ თავად ხარ შეუნიღბავი?
მინდა ეგ შიში სიყვარულის შიშად გიქციო, მინდა ჩაბარდეს შიში შენი შიშთა საუფლოს. მომავლის შიში სევდად გექცეს მხოლოდ წარსულზე და გულმა ჩემმა შენს სიყვარულს მახე დაუგოს.
მხოლოდ მომავლის ოცნებებით მინდა გალაღდე, მხოლოდ ნათელი აღტაცების ბრწყინავდეს შენში, ვეღარასოდეს ვერ შეგატყოს მტერმა ვერაგმა რა ქარიშხალი და ტკივილი გქონია ბედში.
მაშინ იქნები ბედნიერი და გალაღდები, როცა მოკვდება შიშით შენი ყველა დარდები... |