შემოიხედა ფანჯრიდან და...
მხართან მაკოცა,
კიდევ გძინავსო?ჩაიმუხლა
ვითომ გაოცდა..
სიზმრის გაშალა ფურცლები და...
თვალი ჩამიკრა,
ლამაზიაო ეს ფერები
თავი დამიკრა.
თმებში შემიძვრა სიფრიფანა
თხელი თითებით...
ჩამონათვალი გამახსენა
დანაპირებით.
ღიმილს ვერ ვხედავ,სად არისო?
წარბი შეიკრა
თმები აკრიფა ბალიშიდან
მუჭში შეიკრა...
და ღიმიც გაჩნდა ტუჩის ბოლოს
მხრები გაშალა...
შემოურბინა ირგვლივ საწოლს
აშალ-დაშალა...
ასე ჯობია ლამაზოო
არც კი გაოცდა,
დილა მშვიდობის მისურვა და
მხართან მაკოცა!