siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 8:33 PM    
პატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო,
ამბავი მითხარი მზისა,

ან ცა რომ იძინებს ღრუბელთა აკვანში,
მითხარი, რას ხედავს სიზმრად?
ანდა ცისარტყელა რად არის შვიდფერი,
ან წვიმა რას მღერის ჩუმად,
ანდა მომიყევი, თეთრი გვირილები
რატომ მკითხაობენ მუდამ?
ვისთან მიფრინავენ ბაბუაწვერები,
პეპელა რად არის ჭრელი,
რატომ აქვს დედიკოს ყველაზე თბილი და
ყველაზე სათუთი ხელი?
ან მზესუმზირები სულ მზეს რომ უმზერენ,
თვალები არ ეწვით ნეტავ?
ვისთან გაიპარა პატარა ბილიკი,
მთებთან თუ ხასხასა ტყესთან?..
ამდენი კითხვებით იმიტომ გაწუხებ,
მეც მინდა, გავიგო რაღაც,
მესამე ყური გაქვს, ახალი ამბები
შენ იცი ყველაზე კარგად.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<