რას არ მივცემდი ოღონდ ამ წუთას მე შენ გხედავდე
... გიცქერდე, შენით თენდებოდეს ყოველი დილა...
შენით ბნელდება ჩემთვის ყოველი ღამე ფიქრებში
ახლაც კი მხოლოდ შენ მენატრები და შენთან მინდა
... ნეტავ შემეძლოს ყოველი გრძნობის ლექსად გარითმვა,
თუმცა ჩემს გრძნობებს არ ეყოფა სიტყვების რითმი,
რადგან მონატრება იმდენად მწარე და მტანჯველია,
რომ სევდიანი მდუმარე თვალებით ვიღვიძებ დილით
... ნეტავ შემეძლოს მოგაწვდინო ხმა მე შორიდან
ნეტავ შემეძლოს ამ ფიქრებით გითხრა სათქმელი.
... ნეტავ შემეძლოს მაგრამ ვიცი არ შემიძლია
... ვიცი არავარ მე შორიდან რაიმეს მთქმელი...