siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 8:18 AM    

უშენოდ მოვკვდები…ჰო, დავხუჭავ თვალებს, მოვკვდები და აღარ გეყოლები…
და იქნებ ღმერთმა უკანასკნელი სურვილი მკითხოს სიკვდილის წინ…გინატრებ, შენ გინატრებ და გადამარჩენ…
როგორც იმ ზღაპარში, მაკოცებ და კვლავ ვიგრძნობ სიცოცხლის სურვილს…
ხომ იძახიან,თუ ვინმე სიკვდილს გადაარჩინე, მერე მისი მიტოვების უფლება აღარ გაქვსო…

იცი, ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა, მაგრამ მაინც სულ გაზაფხულს ველოდებოდი…
მზის ჩასვლა მიყვარდა და მაინც მის ამოსვლას ველოდებოდი ყოველთვის…
სიმაღლის მეშინოდა ბავშვობიდან და მაინც ცისკენ მივიწევ ყოველთვის და მიუწვდომელს ვეპოტინები…
ჩემი სამყარო ძალიან მომწონს ჩემივე ფანტაზიებში და მაინც რეალობა მირჩევნია…
ვერ ვხედავ იმას, რასაც სხვები ხედავენ, მაგრამ კარგად ვხედავ იმას, რისი არსებობაც აზრადაც არასოდეს მოგსვლიათ…
შენი მეშინოდა ყოველთვის და სიკვდილის წინ ისევ შენ გინატრე…

და შენ მე გუშინ სიკვდილს გადამარჩინე, უკან დამაბრუნე და ეხლა ვალდებული ხარ გიყვარდე და ზრუნავდე ჩემზე… სითბოში და სიყვარულში გამხვიო და ხელისგულზე მატარო... არა, შენს გულში მირჩევნია... მეფერო და მეფერო მთელი ცხოვრება…

იცი როგორ მიყვარხარ მაშინ, როდესაც გჯერა, რომ შენი მონატრება მართლა მომკლავს და სიცოცხლეს მჩუქნი… ძალიან მიყვარხარ...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<