siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 9:01 AM    
შემომეგება დღესაც
ეს უსასრულო ღამე,
ჩემი ფიქრები მაღლა,
ღრუბლებში ავიტანე.
იქ ვესაუბრე ზეცას,
შენზე ვუამბე მთვარეს
და ვეალერსე ვარსკვლავთ,
შენი თვალების მსგავსებს.
იმათ მაჩუქეს ნატვრა,
ერთი სურვილი მომცეს,
მეც სიყვარული შენი,
და შენი სითბო ვთხოვე.
და გაეღიმათ ვარსკვლავთ,
მკითხეს, ეგ რატომ გვთხოვე?
ის უკვე არის შენი,
მას შენ უყვარხარ სწორედ.
ის შენზე ფიქრობს ახლაც,
ისიც შენს თავს სთხოვს მთვარეს,
შენს სიყვარულს სთხოვს ვარსკვლავთ,
შენ ესიზმრები ღამე.
მისი ოცნებაც შენ ხარ,
აღარ იფიქრო მეტი,
წადი, დაბრუნდი მასთან
და გაუწოდე ხელი.
მაშინვე გავჩნდი შენთან,
შუბლზე დაგადე ხელი,
გეფერებოდი მძინარს,
შენ არ გესმოდა ჩემი.
ვერ გაგაღვიძე, მაგრამ
მე გამეღვიძა მაშინ,
თურმე ვხედავდი სიზმარს,
სიზმარს, ახდენილს ცხადში!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<