siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 8:14 AM    
შენ მე გამათბე
გამითენე დილა მზიანი
შენი ალერსით სულში ჩამწვდი და გამაოცე
შენ ამისრულე ოცნებები თავქარიანი
და სათნოებით სავსე წრფელი გულით დამლოცე . . .

შენ შემიფარე
მოგზაური მიუსაფარი
მიმიღე შენში და სამყაროს კარი გამიღე
ჩემში ეძებე და იპოვე პოეტის ქნარი
რითმების ზღვაში მოცურავე ლექსთა ნაპირზე . . .

იქეცი მუზად
მაზიარე მოკვდავი ზეცას
მაჩუქე კრთომა მარადიულ ნათლის მხარეში
შენ დამიფარე უთვისტომოდ მავალი ქვეყნად
და შემიფარე სიყვარულის არემარეში . . .

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<