siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 8:11 AM    

ჩემი ოცნება ხარ ფიქრებში ნაქარგი,
ნაზი და ფაქიზი სულის რუდუნების,
შენ ჩემი სატრფო ხარ აწ და მარადის
და უკიდეგანო განცდა ხარ ცდუნების . . .

შენ აღმაფრენა ხარ ნათლის და სიკეთის
ფრთებად სათნოება შეგასხა განგებამ.
ვიცი მაზიარებ ზეცის ნეტარებას
ამ მიწამ დათმობა ჩემი თუ გაბედა . . .

შენ ჩემი არსების ლტოლვა ხარ ველური,
წყნარი ვით მთვარე და შმაგი ვით ბუნება.
ვიცი წარღვნასავით წამლეკავ გრძნობებით
ჩემი სიყვარული თუ მოგეგუნება . . .

ჩემი ოცნება ხარ ფიქრებში ნაქარგი,
ნაზი და ფაქიზი სულის რუდუნების,
შენ ჩემი სატრფო ხარ აწ და მარადის
და უკიდეგანო განცდა ხარ ცდუნების . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<