მე ის ვარ შენ რომ გაცვია, შენ ის ხარ მე რომ ვირწმუნე, ბაგიდან ღიმილს მაცლიან, მერე კი დავიწუწუნე. შენ ის ხარ მე რომ დაგარქვი, ზღვა მონატრების ნაპირი, მე ის ვარ შენ რომ წამართვი, წელმოწყვეტილი აპრილი. ცაში ვარსკვლავებს ვითვლიდი, მთვარეს ვირგებდი მანტიად, მე ის ვარ შენ რომ გივლიდი, ღამე ლურჯად რომ ათია. შენ ის ხარ, ის ხარ, ისა ხარ, გზაში ხურდად რომ დამყარე, მხოლოდ იმიტომ მიყვარხარ, ჩემთან სიძულვილს ვამყარებ. ის ვარ, ვინც არსად არ არის, და აღარავინ ვირწმუნე, შენ დაეძებდი არავის, და ცოტაც დაიწუწუნე... |