ძაან მიყვარხარ და უკვე სამუდამოდ... ისე ვნებითა და თანაც გამეტებით, რომ თავდავიწყებამ სუნთქვა შემიკრა და ღამე დამიღამა დილის გათენებით. იცი ჩემი ხარ და თანაც სამუდამოდ... ჩემი იქნები და ჩემად დაბერდები თავს რო განაცვალებ, გულში ჩაგიკრავ და შენი სიყვარულის რითმებს დავჯერდები. ზღაპარს მოგიყვები უკვე სამუდამოდ, ერთი ტრფობისა და ერთი აღელვების, ერთი ნეტარების ერთად განცდილსა და ჩვენი ორი გულის ერთად განმრთელების. |