ამ ლექსის ყველა სიტყვა და ასო,
შენ შემოგნატრის, ჩემო ძვირფასო.
გესტუმრა ლოცვა ღმერთის გზავნილი,
რადგან შენა ხარ სევდა ნამდვილი.
გესტუმრა წვიმა ცრემლების ფასად,
რადგან ღრუბლებმაც შენ დაგაფასა,
გესტუმრა სხივი, მზისგან ნათები,
შორიდან გკოცნის და ენატრები.
გესტუმრა ქარი, - ზუზუნით მღერის,
ქუჩაშია და შენს მისვლას ელის,
გესტუმრა თოვლი, - ქათქათა ფიფქით
შენთან ცეკვავს და ნაბიჯებს ითვლის!
გესტუმრა გრძნობა - და თუ ვერ მიხვდი,
შეწუხებისთვის, ბოდიშს მე გიხდი! |