siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 10:06 AM    
გაუფერულდა ბაღში ხის სკამზე
მზის ბოლო სხივი,
ნოემბერია,
ფოთოლცვენა მაფორიაქებს.
კისერში მიჭერს მომავალი ზამთრების ჭირხლი
და ისტერია
გულუბრყვილო ბავშვური შიში
შენი დაკარგვის
ჩემთან ერთად დაბორიალობს
ქალაქში, სადაც ოცნებები გაუფერულდნენ...

ნოემბერია
და შორიახლო დამსდევს ჩრდილი_
ჩემი წარსული,
ჩართულია ყველა წამზომი,
დრო ჩამალული მტაცებელი
ნაბიჯებს მითვლის
და ზომავს ნახტომს_
ტრაექტორიას
მომავალს და მომავალს იქით...
არაფერია?..

არაფერია,
ამ ფიქრებმა ისევ ამრიეს,
ყურს ვუგდებ ფეხქვეშ მორიალე
ყვითელ შარიშურს
და ქაშვეთიდან აღმართ_აღმართ
შენი სახლისკენ,
და ქაშვეთიდან შენს სახლამდე
კიდევ არ მისულს
მახსენდება რატომღაც გალა...
დამხატავ?!
წამშლი?!
მიერთგულებ თუ მიღალატებ?!
ღმერთო, რა ვუყო ამ გიჟურ ვნებას,
ამ ახირებას?!
ჭადრის ტოტებზე სარეცხივით ხომ არ გავკიდებ,
რომ მერე ქარმა ფოთოლ-ფოთოლ ააფრიალოს
და ყოველ გამვლელს,
მოწყენილ და სევდიან გამვლელს
სიყვარულებად ათოვ_აწვიმოს?!
და იქნებ მაშინ ოცნებებიც გაგვიფერადდნენ,
ქალაქში, სადაც ვსუნთქავთ მე და შენ,
ქალაქში, სადაც...

ნოემბერია...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<