იგი დგება როგორც ხმალი, კლდესაც გასტეხს თუნდაც, მაგრამ ქალი ნაზია და მოფერება უნდა; ფეხშიშველი ივლის თოვლში, რომ დასჭირდეს თუნდაც, მაგრამ ქალი მშვიდია და თბილი კერა უნდა; არ დაიმჩნევს სატრფოს ღალატს, დარდი კლავდეს თუნდაც, მაგრამ ქალი გულია და გაფრთხილება უნდა; იგი ზღვა ალერსია, თმას ათოვდეს თუნდაც, ქალი მაინც ქალია და სილამაზე უნდა; შეებმება დიდ უღელში, მხარი მოსტყდეს თუნდაც, ქალი მაინც ქალია და მოფერება უნდა; თავს საკუთარ მტერს შეაკლავს, იქარიშხლებს თუნდაც, მაგრამ ქალი მტრედია და მას სიმშვიდე უნდა; გულით უმღერს ჩვილის აკვანს, დარდი კლავდეს თუნდაც, ქალი მაინც დედაა და ბევრი შვილი უნდა |