არ არსებობენ..არ არსებობენ..არ არსებობენ უშნო ქალები! მაგრამ თუ მართლაც უშნოა ქალი ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი.. დიახ არც მეტი და არც ნაკლები თქვენა ხართ მათი მოქანდაკენი.. ეს თქვენ გაუვლეთ შუბლზე ღარები..ეს თქვენ აუვსეთ ცრემლით თვალები... რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა ქალს მოფერება მარადჟამს უნდა, თორემ შენს ხელში ისე დაჭკნება ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.. ქალი ყვავილს ჰგავს გიშრისხალიანსს ვისი ალერსიც შენ ასე გსურდა... ქალი ოცნების ჯადოქარია და რომ არ ჩაქრეს მას სითბო უნდა. ქალი მზეა და არა მყინვარი ქალს ნუ შეხედავთ განრისხებულად... ყველა ქალი ხომ ლამაზი არის...ლამაზი არის თავისებურად... თუ გსურთ დღე გქონდეთ მუდამ მზიანი ქალს ნუ უღიმით ფარისევლურად ყველა ქალი ხომ ლამაზი არის...ლამაზი არის თავისებურად.... ქალი ფარია, ქალი ხმალია, შენი შემწე და ფარეში მუდამ.. გახსოვდეს ქალი მაინც ქალია, მოფერება და ალერსი უნდა... |