ქალო, ნაძერწო, ნათალო,
მზევ დამტვრეულო სხივად,
ირმის რძის ქაფში ნაბანო.
ცვარს რომ ჩამოხვრეპს დილას.
დღისა და ღამის წერტილო
ფერთა შემოხლავ ცისა,
ქალო, ქალების დასტურო,
ნაშობო ღმერთებისა.
მე კი არა და ციდან მზე
შენთვის ჩამოჰქრეს, ჩაჩუმდეს,
სულ შეიცვალოს ყოველი,
ყველა სულდგული დადუმდეს.
ახლა შენ გერგოს ღმერთობა,
ქმნა მიწისა და ზეცის,
ხელახლა დაანაწილო
ყველა ჰქმნა თავის ბედის! |