siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 7:47 PM    
საჯარეს დიაცთა თვალ იყავ, ქალთამზე,
ქვეშით მაღირებდი მწველ თვალებს, ღამისფერს,
მეც გულს უწადინოდ ვმღეროდი წაწალზე,
თვალდათვალ გზომავდი ამდენხნის სამიზნეს.
გნახე და მიწყნარდა ეჭვების გრიგალი,
ფერები დააჩნდათ ღრუბლების ფარტენებს,
შენა ხარ რჩეული, შენა ხარ ის ქალი,
მის მზეს იფიცებ და მის მკერდზე ათენებ.
სხვა ან რა შემხარბდეს, რა ცა-ვარსკვლავეთი,
საქონ-საყოლელით მეტი ვარ ასწილი,
რა საყურ-ბეჭედი, სახე, ძუძუ-მკერდი,
ტუჩ-კბილი, თვალები ირიბად აჭრილი.
რა მამისახლი ან რა ლიშო-ბაჩალი,
ივრის ცაცხვები და წნორები ლიტები,
ჩემ ყისმათს შენატრის საფშავლოს ქალ-რძალი,
მრავალი მრავლდება ცხვარი ნამზითვები.
ან ქმარი - ქვეყნად რო ტოლ-ფერი ცოტა ჰყავს,
ელვას ჰგავს კლდით-კლდეზე იმისი ნაფრენი,
მტერ-ნადირთ დაჰკვალავს ხევ-ხევ და გორმაღალს,
ლეკ-ქისტთა მრავალი უკიდავ მარჯვენი.
ჩვენს ბედზე განგების ზეობა გაცხადდა:
არც ჩემდენ წვრილშვილნი გაბიან კალთაზე,
არცა ოჯახ-სტუმართ აპურებ აქა და
არც ძვირფას ნაბიჯებს მოჰღობავ სხვა ცაზე.
გნახე და, შენი რა შემხარბდეს, ქალთამზევ,
ამაოდ ნუღარცა სხვა იჭვებს მამისევ,
ვაჟიკას ცოლობით მეტ იყავ აქამდეც,
ქვეშით ნუ მაღირებ მაგ თვალებს, ღამისფერთ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<