ვინც მესალმება, ყველას ვუღიმი...
ყველა მიყვარს და ყველა ჩემია...
გთხოვ, დამიბრუნე გული კუთვნილი...
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია... არ აქვს მუღამი უშენოდ აზრებს...
გახსოვს, ნიავი როგორ გარწევდა?
შენგან შორს ასე...
რად მომიაზრებ
ან გული რატომ გაგინაწყენდა...
ო, ღმერთმა ნუ ქნას...
სიცოცხლის წყაროს...
დავესაკუთრო დახარბებამდე...
უშენოდ კოცნა, რომ შევიყვარო
ან, ვერ გიპოვო დაღამებამდე...
მგონი გავგიჟდი,
მზესთან მივედი...
შენი მზეც, ხედავ? უკვე ჩემია...
გთხოვ დამიბრუნე, გული... იმედი
იმ ღამეს,
შენთან რომ დამრჩენია...