ვიცი, საფლავთან მიმიყვანს ჯავრი. სამყაროს სადღაც ჩამოტყდა კუთხე. ლოდინსაც თურმე გასვლია ყავლი, აღარც უფალი იმეტებს ნუგეშს. ისევ დავიწყე თამაში მესთან, აღარაფრისაც აღარ მწამს თითქოს. განცდად ვიღვრები ღამესთან ერთად, თავს ძველებურად ტკივილით ვირთობ. სარკეში ჩარჩა თვალების ჩრდილი, იქნებ არც ღირდა ეს ლექსი ამად. მინდა რომ თუნდაც სიტყვებმა იგრძნონ, რომ მე სიცოცხლით ვყოფილვარ ავად. |