იცი?
გელოდი...
თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა დიდხანს რაღაც ხმა.
შენზე ფიქრში კი დრომ, როგორც ქარმა
გადამატარა ცხრა ზღვა და ცხრა მთა...
დამაგვიანდა?
ალბათ ესეც საჩუქარია ბედის; ან ტანჯვა.
უშენოდ სულში აღარც ქარია,
აღარც წვიმაა და აღარც გვალვა.
შემოდგომაა.
ფოთოლცვენაა.
მუქი ღრუბლები ცაზე შეკრულა.
წვიმას აპირებს,
მაგრამ...
აღარც წვიმს და...
იცი?
უკვე დაზამთრებულა.
გავყვები ჩემს გზას...
არ მოვიხედავ,
მაგრამ გამყვება შენზე ფიქრები.
არ დამიძახებ, მაგრამ ოდესღაც,
როგორც არასდროს,
მ ო გ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ...